"როდესაც შენ იცი წინასწარ, რომ შესაძლოა შენი აქციის ჩატარების გამო გარკვეული დაპირისპირება მოხდეს და შენ მაინც ამას მიზანმიმართულად აკეთებ, აქ არის სწორედ კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, ვის აწყობს პროვოკაცია და ვის აწყობს დაპირისპირება. თქვენ ნახეთ როგორ გახარებული გამოვარდა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და ამბობდნენ, რომ აი ხომ ხედავთ ქვეყანაში არის არეულობა და ეხლა მთავრობა უნდა გადადგეს. ეს იყო მიზანი სამწუხაროდ, და არა უფლებების დაცვა".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ბოლო 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე.