"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორამციით, ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში მიწები ხელისუფლებასთან კავშირში ყოფმა პირებმა საკუთრებაში გაიფორმეს. არასამთავრობო ამბობს, რომ პარკი საჯარო სივრცეს წარმოადგენდა, თუმცა ის ნაბიჯ-ნაბიჯ კერძო საკუთრება გახდა.
2 840 კვ.მ. მიწის მფლობელები ადგილბრივი თვითმართველობის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე, მათი ოჯახის წევრები და მათთან დაახლოებული პრიები გახდნენ. მიწა დაისაკუთრებს იმ კომპანიების წარმომადგენლებმაც, რომლებთანაც პირდაპირ შესყიდვებსმრავალი წლის განმავლობაში, მხოლოდ ნინოწმინდის მერია და მისი იურიდიული პირები აფორმებენ.
ნინოწმინდის პარკში, რომლის საერთო ფართობიც, დაახლოებით 20 000 კვადრატული მეტრია, ნინოწმინდის მერიას რეგისტრირებული 16 907 კვ.მ ფართობი აქვს, დანარჩენი კი კერძო მესაკუთრეებზე არის დანაწევრებული. უფრო კონკრეტულად:
TI აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის პარკის პრივატიზების საკითხით დაინტერესდნენ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გაგიკ კარსლიანი, მისი ცოლის და ლუსიკ გიულასარიანი, რომელმაც ნახაზები შეადგინა, და ნინოწმინდის პარკში 4 ნაკვეთის, ჯამში 308 კვ.მ. მფლობელი შაჰენ გრიგორიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
22 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მეორე წერილით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნულ მიწების საკუთრებაში რეგისტრირებისას თან ერთვოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიიდან გაცემული შესაბამისი ცნობები. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენები 7 ნაკვეთიდან 5 სწორედ იმ დროს დარეგისტრირდა საკუთრებაში, როცა ნინოწმინდის მერის პოზიცია გაგიკ კარსლიანს ეკავა.