
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში, მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებული 5 პირის რუსთავში გადაყვანა გადაიფიქრდა და მათ ბრალს რამდენიმე წუთში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში წარუდგენენ. ამის შემდეგ კი ბრალდებულებს თბილისში გადაიყვანენ.
ყველა მათგან ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან, რასაც ოჯახის წევრები გამორიცხავენ.
"გამორიცხულია, ტელეფონზე შეიძლება მეთვითონაც დამირეკოს ვიღაცამ, რომელიც იყოს ან შავი გაგების, ძალიან ბევრი ახლობლები მყავს, მომიკითხოს. მთელი ცხოვრება წამალზე იჯდა ციხეში, იქ ეხლა პატიმრები ერთმანეთს გაიცნობენ, კავშირები, რომ ესე საქმეები ეკეთებინა, გამორიცხულია", - ამბობს დაკავებულის ნათესავი.
კიდევ ერთი ახლობელი ყვება, რომ სპეცოპერაციისას სახლში ბავშვთან ერთად ეძინა - "კარები ჩამოგვიღეს, შეიარაღებული იყვნენ, რა საჭირო იყო სპეცრაზმი ვერ მივხვდი".
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ სამქეზე 10 პირია დაკავებული, 5 მათგანი გორში, დანარჩენები კი სხვა ქალაქებში აიყვანეს. ამავე თემაზე: