ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შეხვედრა დასრულდა. მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტს 5 და 6 ივლსის მოვლენებზე ინფორმაცია გააცნო.
"ქალბატონ პრეზიდენტს შევხვდით, მოვახსენეთ. მას აინტერესებდა რა მოვლენები, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, თუ რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამწუხაროდ რამდენი ჟურნალისტი დაშავდა, რამდენი გამოძახება იყო, რას ვაკეთებთ, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლით და ადმინისტრაციულად, ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენეთ პრეზიდენტს", - თქვა გომელაურმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს ჰქონდა კითხვები, რაზეც უპასუხეს.
ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტს შეხვედრა ჰქონდა შს მინისტრთან და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელთან, ვაჟა სირაძესთან. მანამდე კი ის პატრიარქის თანამოსაყრდრეს, მეუფე შიოს შეხვდა, რომელიც ორბელიანების სასახლეში ანდრია ჯაღმაიძემ "მიაცილა".