საპატიმრო გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს - ოპოზიცია დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს

გამოქვეყნდა:

8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისთვის ოპოზიცია დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს, რომლის მთავარი თემაც გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი იქნება. არ არის გამორიცხული, "ლეიბორისტური პარტიის" ოფისში პოლიტიკურმა პარტიებმა ამ თემასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც მიიღონ. 

ოპოზიციის შეკრებაზე უკვე გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს  - გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს ელოდებიან. ხელისუფლების ოპონენეტები იმსჯელებენ იმაზეც, თუ როგორ მოხდება არჩევნებში კოორდინაცია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კანდიდატებმა ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიონ.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, როდესაც მოხდა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გიორგი რურუას გათავისუფლება, რომ ჩავთვალოთ, რომ შეთანხმების ეს კომპონენტი არის შესრულებული და შევძლოთ, რომ ოპოზიციის თანამონაწილეობით გავიტანოთ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებისთვის , - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი