ევროპარლამენტი: მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ნატო-ს, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას, რომელიც მიმართულია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ 

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა ევროკავშირისა და ნატოს სამომავლო თანამშრომლობის რეზოლუცია მიიღო, სადაც  ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიცაა ნახსენები. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ მათთან პარტნიორობის გარეშე რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა ვერ მიიღწევა.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ასპირანტი ქვეყნების ბოსნია და ჰერცოგოვინის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-სთან დაახლოებას.

"მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ნატო-ს, გააფართოონ თანამშრომლობა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის პირდაპირ თუ ირიბ აგრესიასა და აქტივობებს, რომელიც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ არის მიმართული. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობას“, - წერია  რეზოლუციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი