3 ჩვილი მართვით სუნთქვაზეა - პედიატრები მშობლებს აფრთხილებენ

გამოქვეყნდა:

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 3 ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბავშვებს კოვიდ -19 უკვე დაუდასტურდათ. ერთს - ე. წ. ინდური შტამი.

ბავშვები მართვით სუნთქვაზე არიან.  

2 თვის 2  ჩვილის და 2 კვირის ახალშობილი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩებიან.

პედიატრები შიშობენ რომ ქვეყანაში, სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია, ხოლო დელტა შტამის გავრცელება სულ უფრო იზრდება, ბავშვები განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ.

ჯანდაცვის სამინისტროში აღიარებენ რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაბალია. დაანონსებული დღიურად ასაცრელი 25 ათასი ადამიანიდან, ჯერ აცრა მხოლოდ 6 ათასამდე ადამიანმა ჩაიტარა.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ჯანდაცვის მინისტრს აფრთხილებენ, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოდგომამდე არ აიცრება, ქვეყანა პანდემიის ახალი ტალღის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება.

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი