დასავლეთის წითელი ბარათი ხელისუფლებას - ექსპერტები ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების გაფრთხილებებს აფასებენ

გამოქვეყნდა:

ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების წითელი ბარათი "ქართულ ოცნებას". საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ფიქრობენ, რომ მმართველმა პარტიამ გასულ კვირას დასავლური სამყაროსგან საბოლოო გაფრთხილება მიიღო. მათი შეფასებით,  ძალაუფლების მიტაცებას ივანიშვილის გუნდს აღარავინ აპატიებს.

სპეციალისტების  თქმით, სენატორებისა და ევროპარლამენტარების ლექსიკონში გაჩენილი ტერმინი  -  "პოლიტპატიმრები" შემთხვევითი არ იყო და ქვეყანაში "ოცნებისგან" მართული შერჩევითი მართლმსაჯულება უნდა დასრულდეს.

განსაკუთრებით 2019 წლის 20 ივნისის მერე "ქართული ოცნების " ხელისუფლებამ რამდენიმე მკვეთრი გაფრთხილება მიიღო, რასაც შეიძლება ყვითელი ბარათი დავარქვათ, თუმცა მათ ვერ გამოიტანეს აზრი და ვერც მიხვდნენ, რაში იყო საქმე და ისევ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს და ბოლოს უკვე, როდესაც უკვე მთელმა ცივილიზებულმა დემოკრატიულმა სამყარომ ღიად თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ჰყავს პოლიტპატიმრები, ეს იყო წითელი ბარათი.

ეს წითელი ბარათი ნიშნავს, რომ წლევანდელ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" უნდა დათმოს ხელისუფლება და უნდა წავიდეს, ის ვერანაირ ლეგიტიმაციას ვეღარ ფლობს, რომ გააგრძელოს ქვეყნის მართვა. უბრალოდ, პოლიტპატიმრების გამოშვება იქნება წინაპირობა, რომ ისინი პოლიტიკურ სიცოცხლეს შეინარჩუნებენ და ბოლომდე გარიყულ აქტორებად არ დარჩებიან, როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო არენაზე, - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი