"მთავარის" ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავს. კულუარული ინფორმაციით, ამ საკითხზე მმართველ პარტიაში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ღარიბაშვილის განცხადებას 5 ივლისის დილით, ძალადობრივი მოვლენები მოჰყვა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ღარიბაშვილის შემცვლელად პრემიერის თანამდებობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება, ღარიბაშვილი კი ისევ თავდაცვის მინისტრად.