ვმსჯელობთ, პარლამენტში მოვიწვიოთ შს მინისტრი და მოვისმინოთ განმარტებები - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

შს მინისტრს სავარაუდოდ პარლამენტში მისვლა მოუწევს - ვახტანგ გომელაურისგან უმრავლესობასაც აინტერესებს 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი მოვლენების შესახებ ინფორმაცია.

უმრავლესობა მსჯელობს, რომ მოიწვიოს პარლამენტში შს მინისტრი და მოვისმინოთ განმარტებები. 1-ში, 3-ში და 6-ში, სადაც იყო ორი აქცია, ეფექტიანად მართა შსს-მ. 5 ივლისს იყო აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა მომავალ კვირას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე განსახილველ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი