ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე კომისიამ 2 კანდიდატი შეარჩია

გამოქვეყნდა:

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. 11-კაციანი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი შეირჩა. რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მათგან კომისიამ ხუთი შეარჩია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი დაიკავებს. ორივე ცესკოს მოქმედი თანამშრომელია და საკმაოდ მაღალ პოზიციებზე მუშაობენ. გიორგი კალანდარიშვილი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, გიორგი სანტურიანი კი იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს.

შედეგით უკმაყოფილებას არ მალავენ არასათვრობოები. მათი შეფასებით პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი ისეთი კანდიდატი წარედგინა, რომლებიც ვერ სარგებლობენ მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.

არასამთავრობო ორგანიზაციებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ კომისიის დანარჩენი წევრები, წინასწარ შეთანხმებით მოქმედებდნენ. ის რომ გიორგი კალანდარიშვილი შეირჩეოდა ამაზე ოპოზიციაც საუბრობდა, მათი თქმით იგი "ქართული ოცნებისთვის" მისაღები კანდიდატია და სავარაუდოდ ის ჩაატარებს თვითმმართველობის არჩევნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი