დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა - პარლამენტმა მსჯელობა გადადო

გამოქვეყნდა:

დღეს, 9 ივლისს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს 52 ოპოზიციონერი დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა ემსჯელა. სხდომა ცოტა ხნის წინ გადაიდო. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ კვორუმი არ შედგა. 

სხდომაზე დასასწრებად არც ოპოზიციისა და არც უმრავლესობიდან არ გამოცხადდნენ. თუმცა სავარაუდოა, რომ "ოცნება" ფიქრობს რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპონენტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის მიმართ, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში საერთოდ არ გამოცხადებულან. 

ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში 52 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე პლენარული სხდომის ფორმატში მაინც იმსჯელებენ.

"ოცნებაში" ამას რეგლამენტით ხსნიან, სადაც წერია, რომ თუ დეპუტატი არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

შეგახსენებთ, რომ არც ელენე ხოშტარია და არც შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, მათ აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი