ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო - ნაკაიძე პოლიტიკოსებს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ მოძალადეს, თუნდაც ეს საპატრიაქრო იყოს, ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო. 

ნაკაიძე წერს, რომ პრო- რუსული და პრო-პუტინისტური ძალების გაძლიერება, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების წიაღში, ძალიან სახიფათო მოვლენად მიაჩნია.

"სამწუხაროა, პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო.

მინდა, პირველ რიგში ჩემს კოლეგებს ვუთხრა, რომ სასულიერო პირების ძალადობრივი ქმედებებისა თუ მოწოდებების მიმართ ღია და კონკრეტული პროტესტის არ ქონა დიდი საფრთხის მატარებელია, არანაკლებ იმ ძალადობისა, რაც ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ.

კოლეგებო, ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვეკისრება დიდი პასუხისმგწბლობა. ღიად და მკაფიოდ უნდა გავემიჯნოთ ამ შავრაზმელთა ბანდებს, თუნდაც ის წარმოადგენდეს რიმელიმე რელიგიურ ინსტიტუტს.

იმის შიში, რომ საპატრიარქოს კრიტიკით, ხმებს დაკარგავთ გასაგებია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკოსები ვდგავართ არა პრივილეგირებული ორგანიზაციების, არამედ, ადამიანის უფლებების დასაცავად. სამშობლოს დაკარგვას, ხმების დაკარგვა ამჯობინეთ!" - წერს ტარიელ ნაკაიძე.

შეგახსენებთ, რომ 5 და 6 ივლისს "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაპირისპირება არაერთხელ მოხდა. ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წევრები, რომლებიც საპატრიარქომ წაახალისა თავს ძირითადად მედიის წარმომადგენლებს ესხმოდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ დაშავებულია 10-ზე მეტი მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათი ნაწილი, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში არგძელებს მკურნალობას. პოლიციას ამ დორისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 12 პირი ჰყავს დაკავებული.

გარდა ამისა, 6 ივლისს კონტრაქციის 100 წევრი დააკავეს, მათგან 68 კი ხელწერილით გათავისუფლდა. დაკავებულებს შორის არინ ის პირებიც, რომლებიც 5 ივლისს "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი