"პოლიციას გადაუხადეს თანხა, რომ გადმოეგდოთ" - ხმაურიანი საქმის ხმაურიანი გაგრძელება

გამოქვეყნდა:

პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი ლევან გაჩეჩილაძის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებიდან კონკრეტული პირების დაკვეთით სამართალდამცავებმა გადმოაგდეს.

მეორე ვერსიით კი დიდუბე-ჩუღურეთის მესამე სამმართველოში პოლიციელებმა გაჩეჩილაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც  ის აივნიდან გადახტა.

პოლიციას გადაუხადეს თანხა, რომ გადმოეგდოთ...სხვამაც მითხრა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს, ზედმეტად თავმოყვარე იყო და არ ვიცი რა ქნეს. ამბობენ, რომ გადმოაგდეს - ამბობს გაჩეჩილაძის დედა.

შემთხვევა, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობაში, დაახლოებით 3 კვირის წინ მოხდა- შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად მიყვანილი პირი, მესამე სართულიდან გადავარდა, ის ამ დრომდე უმძიმეს, მდგომარეობაში კლინიკაში რჩება.

ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი