ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა - გომელაური

გამოქვეყნდა:

ძალადობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და რა თქმა უნდა, ვგმობ არამარტო ჟურნალისტებზე, ნებისმიერ მოქალაქეზე და მით უმეტეს ჟურნალისტებზე - აცხადებს შს მინისტრი. გომელაური თქმით, "ვერ წარმოიდგენდა, თუ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა".

აქ იყო გათვლა, რომ ეს ორი ძალა - მარში, რომელსაც უნდა ჩაევლო რუსთაველზე და მეორე მხარე, ერთმანეთს არ დაპირისპირებოდა. 6 საათზე ველოდებოდით ამ ადამიანების შეკრებას, ზუსტი დრო და ადგილი, სამწუხაროდ, არ გვითხრეს, სად უნდა შეკრებილიყვნენ. შემდეგ თქვეს ფილარმონია. ფილარმონიასთან მობილიზებული იყვნენ რადიკალური ძალები და იყო განკუთვნილი ძალები, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს არ შეჯახებოდნენ და ძალადობა არ მომხდარიყო. ის, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, არც გვიფიქრია. პირდაპირ გეუბნებით, ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა, მაგას ვერავინ წარმოიდგენდა", - თქვა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ "თბილისი პრაიდის" კვირეულში დაგეგმილი "ღირსების მარში" 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.

რადიკალური ჯგუფები "თბილისი პრაიდისა" და მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეიჭრნენ. მოძალადეების მთავარი სამიზნე გახდა მედია, საერთო ჯამში აქციაზე 53 ჟურნალისტი დაშავდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი