ამ დრომდე მძიმეა 3 ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კოვიდინფექციის დიაგნოზით მკურნალობენ. ჩვილები რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩებიან.
ბავშვებს შორის ერთი 2 თვის ჩვილია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს, მას ე.წ. დელტა შტამი სპეციფიური პისიარ კვლევით დაუდასტურდა. მეორე ორი თვის ახალშობილი კი ბრიტანული შტამითაა ინფიცირებული. მესამე ბავშვთან დაკავშირებით ექიმები პასუხს ელოდებიან.
"სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება, სამივე რჩება მართვით სუნთქვაზე. პასუხი სექვენირების ჯერ არ არის. დელტა შტამი დადასტურებულია ერთ პაციენტთან სპეციფიური PCR ტესტით, მეორესთან ბრიტანული. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დელტა შტამით დადასტურებულ პაციენტთან", - თქვა კლინიკის დირექტორმა, მაია ჩხეიძემ.
პედიატრები ამბობენ, რომ ბავშვები ამ ეტაპზე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რომელიც არის აუცრელი. მათი თქმით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია მშობლებმა ცხელება მართონ სწორად და დაიცვან ჰიგიენის ნორმები.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.