გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება - მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიცია განცხადებას გაავრცელებს

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუა ისევ პატიმრობაში რჩება. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. გიორგი რურუას პატიმრობა  ერთადერთ  საკითხად რჩება, რომელზეც ქვეყენის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებია დამოკიდებული. მოსამართლის განმარტებით, საქმეში არ არსებობს ახალი გარემოებები, რომელიც რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა. 

სასამართლო სხდომის დასრულებას სასამართლოს ეზოში სხვა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ელოდებიან. ადგილზე  იმყოფება  გიგი უგულავაც, რომელმაც ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა. 

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი აცხადებს, რომ გიორგი რურუას მიმართ შეთითხნილი საქმეა წარმოებული. მისი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე, 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება. 

8 მარტის შეთანხმება მაშინ იქნება მიჩნეული შესრულებულად, ისევე როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მას შემდეგ რაც გიორგი რურუა დატოვებს საპატიმროს და მერე საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული. გიორგი რურუას მიმართ წარმოებს აბსოლუტურად გამოგონილი, შეთითხნილი და ეს სიტყვა შეთითხნილი ამერიკის სენატის ბოლო რელიზშიც იყო. ეს უბრალოდ სამარცხვინო საქმეა და ლაქაა, - ამბობს გიგი უგულავა.

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის გათავისუფლების საკითხი, როგორ ჩანს, ჯერ ისევ ღიად რჩება.  სასამართლოს ეზოში შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი