გორის საკრებულოს ხმაურიანი სხდომის შემდეგ, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თავმჯდომარის, დავით რაზმაძის გადადგომას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდსეაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს.
რაზმაძემ დღევანდელ სხდომაზე დამოუკიდებელ დეპუტატს, ირმა ამბარდნიშვილს "ქუჩის ქალი" უწოდა:
შემახსენა რომ ვიყავი ნაციონალური მოძრობის წევრი, მიწოდა ქუჩის ქალი, საკრებულოს წევრებს ბაზრის წარმომადგენლები - ამბობს ამბარდნიშვილი.
თავად რაზმაძე აღიარებს რომ დაპირისპირებისას ოპონენტებს შეურაცხყოფა მიაყენა, ბოდიშსაც იხდის, თუმცა გადადგომას არ აპირებს - მათი აზრი მოსასმენია, მაგრამ გასათვალისწინებელი არ არის - ამბობს დავით რაზმაძე ოპოზიციაზე საუბრისას.