ივანიშვილმა სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან უნდა გაათავისუფლოს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილს სასამართლოს პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

რჩება კიდევ შესაძლებლობის ფანჯარა, სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და მინდა მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, გაათავისუფლოს სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან, იმისთვის, რომ სასამართლომ შეძლოს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არის კანონიერი და გაათავისუფლოს გიორგი რურუა, რომელიც დღეს არის საპყრობილეში შეთითხნილი ბრალდებით. 

ჩვენი პოზიცია, რომ 8 მარტის შეთანხმება გულისხმობს გიორგი რურუას გათავისუფლებას, არის ურყევი, - აცხადებს იგი. 

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება სცდება კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს და მას მთელი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იგი მოუწოდებს მთავრობას, არ დააზარალონ ქვეყანა, მით უმეტეს მაშინ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია. 

ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა შევიდეთ საარჩევნო რეფორმის და პოლიტიკური ნორმალიზების ეტაპზე. ეს ჭირდება ქვეყანას, ქართულ ოცნებას, პრაგმატულად, და რაც მთავარია, სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, - ხაზს უსვამს ხოშტარია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი