2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესში,ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს ნომრები მიანიჭა. შეხვედრა ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა, რომელსაც 11 პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ესწრებოდა.
„ქართულმა ოცნებამ", ენმ-მ", "გირჩმა" წინა საპარლამენტო არჩევნებზე მათთვის მინიჭებული ნომრები დაიტოვეს, შესაბამისად მათი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებიან. რაც შეეხება სხვა პარტიებს მათ ნომრებთან დაკავშირებით შემდეგნაირი არჩევანი გააკეთეს:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38[1] მუხლის შესაბამისად, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, უფლებამოსილმა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკოში უნდა წარმოადგინოს განცხადება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა.
თუ პოლიტიკური გაერთიანება არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას და არ მომართავს ცესკოს განცხადებით რიგითი ნომრის მოთხოვნის შესახებ, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა - ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რიგითი ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით საუკეთესო დაფინანსების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებებს. მათ უფლება აქვთ, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან დაფინანსების რიგითობის შესაბამისი ნომერი ან აირჩიონ ნებისმიერი გაუნაწილებელი (თავისუფალი) რიგითი ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი ნომერი, რომელიც მათ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ მიკუთვნებული, უკვე მიენიჭა მათზე უკეთესი დაფინანსების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას.