გომელაური პარლამენტში მივა - ბიურომ თარიღზე და ფორმატზე იმსჯელა

გამოქვეყნდა:

შს მინისტრის მოსმენის თარიღთან და ფორმატთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თარიღთან დაკავშირებით შს მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პარლამენტი მას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში მოუსმენს. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისში, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი