მთავრობას საკონსტიტუციო ცვლილებების შეჩერების საფუძველი აღარ აქვს - ეკა ბესელია

გამოქვეყნდა:

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ისევ შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება. არ არის გამორიცხული ოპოზიციამ პოლიტპატიმარ რურუას  გათავისუფლების საკითხზე ერთობლივი განცხადებაც მიიღოს.

ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. 

დიდი ალბათობით, გვექნება კვლავ ერთობლივი განცხადება იმისთვის, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ისევე, როგორც საქართველოს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ოპოზიცია არის ერთიანი.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ერთიანობამ იმაში, რომ მოხდა შეთანხმების ნაწილის შესრულება, თუმცა ასეთი ერთიანი და მტკიცე პოზიციის შენარჩუნება აუცილებელია იმისთვის, რომ ეს კომპონენტი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს და პოლიტიკურ დევნას, ბოლომდე შესრულდეს ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ შევძლოთ შემდგომ, რომ უკვე მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს "ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატი ეკა ბესელიაც. ბესელიას თქმით, "ოცნებას"  არ აქვს საფუძველი რაიმე მიზეზით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაშალოს. 

მე იმედი მაქვს, რომ მოხდება ასევე ძალიან მალე გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის, გიორგი რურუასთან დაკავშირებითაც და კონსტიტუციური ცვლილების მიღება პარლამენტში. ეს არის მთავარი პირობა, რომელიც "ოცნებამ" დადო. ახლა უკვე არანაირი საფუძველი არ აქვს "ქართულ ოცნებას" თქვას, რომ ამა თუ იმ მიზეზით ის არ მიიღებს ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს და საარჩევნო სისტემას არ შეცვლის. მე იმედი მაქვს, რომ ის სწრაფად დაიწყებს ამ ცვლილებების განხილვას, ხელს არ უშლის მას არაფერი, - განაცხადა ბესელიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი