რუსთავის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფრდებაზე მსჯელობს; ბრალი სამართალდამცველებმა 31 პირს წარუდგინეს, აქედან 2 ძებნილია, 4 კი პატიმრობაში იმყოფება; დანარჩენი ბრალდებულების საქმეზე კი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს უნდა მიიღოს.
დაკავებულებიდან 18-მა „ქურდულ სამყაროს“ წევრობა, საქმიანობა და ქურდულ სამყაროსთან კავშირი უკვე აღიარა.
მასშტაბური სპეცოპერაცია, ექვსთვიანი თვალთვალისა და მიყურადების შემდეგ, გუშინ, 8 ივლისს, გამთენიას რუსთავში, თბილისში, გორში, ბათუმში, ბოლნისისა და გარდაბნში ჩატარდა.
იხილეთ ასევე: