18 პირი აღიარებს "ქურდულ სამყაროს" - პროკურატურამ სპეცოპერაციისას დაკავებულებს ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 31 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებიდან 18 პირი აღიარებს "ქურდულ სამყაროს" და აქტიურად მონაწილეობს "ქურდული სამყაროს" საქმიანობაში, ასევე კავშირი აქვთ ქურდული სამყაროს წევრებთან.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.
მასშტაბური სპეცოპერაცია შსს-მ ქვეყნის 11 ქალაქში ჩაატარა. 

ამავე თემაზე:

"ცხოვრებით ქურდები"- "ყასაბიჩის", "წიწაკას", "მღვდელოვიჩის", "ბოთეს", "ხორთუმას" ფარული ჩანაწერები
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი