პარლამენტის წინ ჯვრის აღმართვით კანონი ირღვევა - "ოცნებას" გადაწყვეტილების მისაღებად გამბედაობა არ ჰყოფნის

გამოქვეყნდა:

აგრესიული ჯგუფების ორ დღიანი თარეშის შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩნდა. რა ბედი ელის მოძალადეების მიერ პარლამენტის წინ აღმართულ ლითონის ჯვარს? ეს კითხვა ახლა ქართული ოცნების ლიდერებისთვის მთავარ პოლიტიკურ და რელიგიურ ამოცანად იქცა.

მმართველი გუნდი ვერ ბედავს ღია დაპირისპირებას იმ ჯგუფთან, რომლის წევრებმაც ჯერ აღმართეს და ახლა მორიგეობით იცავენ ჯვარს, თუმცა კონსტიტუციის და სხვადასხვა კანონების მიხედვით პარლამენტის შენობის წინ არც რელიგიური შინაარსის და არც რაიმე ნაგებობის აღმართვა შეიძლება.

დაბნეულობა ხელისუფლების ლიდერებს აშკარად ეტყობათ - ქართულმა ოცნებამ არ იცის რა ქნას და ამიტომაც კონსულტაციები დაიწყო საპატრიარქოსთან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი