თამარ ჟვანიას, სავარაუდოდ, გიორგი კალანდარიშვილი ჩაანაცვლებს

გამოქვეყნდა:

თამარ ჟვანიას სავარაუდოდ გიორგი კალანდარიშვილი ჩაანაცვლებს. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამავე უწყების მოქმედი თანამშრომელია და ეიჩარ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.   

არასამთავრობო სექტორში ვარაუდობენ, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესი წინასწარ გაწერილი სცენარით წარიმართა და არ გამორიცხავენ რომ მმართველმა გუნდმა საკონკურსო კომისიის ზოგიერთ წევრთან გარიგება შეძლო. 

საკონკურსო კომისიის წევრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ორივე წარდგენილი კანდიდატი მიუღებელია. 

ოპონენტების მტკიცებით, გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის, გიორგი ჯავახიშვილის მფარველობით სარგებლობს, ეს კი ეჭვს ბადებს, რომ უწყების თავმჯდომარედ სწორედ გიორგი კალანდარიშვილს ვიხილავთ.

თავად გიორგი ჯავახიშვილი მეუღლესთან ერთად უწყებაში 2015 წლიდან მუშაობს, თუმცა ბოლო წლებში  სახელისუფლებო გუნდთან მისი კავშირებიც, გავლენაც  და ქონებაც თანაბრად იზრდება.

63 ათას დოლარად ნაყიდი მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში და 280 ათას ლარად სახლის მშენებლობის დაწყება, კიდევ რამდენიმე ნაკვეთი გორში, სოფელ შავშვებში სავარაუდოდ კომერციული საქმიანობისთვის და მეუღლის მამის მიერ ნაჩუქარი 140 ათასი დოლარი.

პრეზიდენტმა კანდიდატები განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს დღეებში უნდა გაუგზავნოს. ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს, სწორედ ამიტომ ქართულ ოცნებას თამარ ჟვანიას შემცვლელის არჩევა მარტო მოუწევს და ცესკოს მომავალი თავმჯდომარე სავარაუდოდ მოვალეობას მხოლოდ 6 თვის ვადით შეასრულებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი