"შეცდომები დაუშვეს პრემიერმა და სხვებმაც, რომელიც შეიძლება ისე გავიგოთ, რომ თითქოს მთავრობა მხარს უჭერდა ასეთ ძალადობრივ ქმედებებს," - ასე ჩანს ევროპიდან 5 ივლისის უმძიმესი მოვლენები.
ანდრიუს კუბილიუსი და რასა ჯუკნევიჩიანე დედაქალქის ცენტრალურ ქუჩებში მედიასა და კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებზე განხორცილებული თავდახმების უკან რუსეთს ხედავენ, რომელიც უმცირესობების თემას არამხოლოდ საქაართველოში, აღმოსავლეთ ევროპაშიც იყენებდა ხოლმე. მითუმეტეს, რომ კრემლის არაფორმალური იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი ღიად უცხადებდა მხარდჭერას აგრესორებსა და რადიკალებს. ევროპარლამენატრები დამნაშავეების იდენტიფიცრებასა და მკაცრად დასჯას ითხოვენ.
საქართველო მედიის თავისუფლების კუთხით სრულიად განსხვავდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცისგან, ახლა კი თქვენ ქვეყნაში ძალიან სახიფატო ტენდენციაა- ამბობს ლანა ესტემრიტოვა, რომელიც ორგანიზაცია "სამართალი ჟურნალისტებისთვის" წევრია.
ადამიანის უფლებათა დაცვის ჩეჩენი აქტივისტის შვილი ახალ ლონდონში ცხოვრობს და ბრიტანეთიდან იცავს მედიისა და ადამიანის უფლებებს, მისი დედა, ანა პოლტკოვსკაიას მეგობარი ნატალია ესმიროვა ორგანიზაცია მემორიალის წევრი 2009 წელს გროზში სახლიდან გაიტაცეს და მოკლეს. ლანა ესტემიროვას არ სურს რომ ძალადობამ საქართველოშიც იგივე მასშტაბი მიიღოს.