კავშირი "ქურდულ სამყაროსთან" | სასამართლომ 10 პირი პატიმრობაში დატოვა, 12-ის პროცესი კი გრძელდება

გამოქვეყნდა:

რუსთავის საქალაქო სასამართლომ "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით 10 დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 12-ისთვის აღკვეთის შეფარდებაზე კი ამ დრომდე მსჯელობს; ბრალი სამართალდამცველებმა 31 პირს წარუდგინეს, აქედან 2 ძებნილია, 4 კი პატიმრობაში იმყოფება; დანარჩენი ბრალდებულების საქმეზე კი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს უნდა მიიღოს.

დაკავებულებიდან 18-მა „ქურდულ სამყაროს“ წევრობა, საქმიანობა და ქურდულ სამყაროსთან კავშირი უკვე აღიარა.

მასშტაბური სპეცოპერაცია, ექვსთვიანი თვალთვალისა და მიყურადების შემდეგ, გუშინ, 8 ივლისს, გამთენიას რუსთავში, თბილისში, გორში, ბათუმში, ბოლნისისა და გარდაბნში ჩატარდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი