დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი პატივისცემისა და მეგობრობისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველომ 2018-2020 წლებში არაერთი ღონისძიებით აღნიშნა  მაჰათმა განდის 150 წლისთავი.

„მინდა აღვნიშნო, რომ რომ საქართველო იმ ქვეყანათა რიგშია, რომელმაც 2018-2020 წლებში არაერთი ღონისძიებით აღნიშნა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, გენიალური მოაზროვნის, უდიდესი ფიგურის და საზოგადო მოღვაწის, მაჰათმა განდის 150 წლისთავი. დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი პატივისცემისა და მეგობრობისა,“- აღნიშნა პრემიერმა.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი