"თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.
ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ოძელაშვილის ადვოკატის, ანა ჟღენტის განმარტებით, ოძელაშვილი ნასამართლევი არაა, სამი შვილის მამაა, არსად შეჭრილა და უბრალოდ "ჩამოხსნა ის, რაც არ მოსწონდა"
ადვოკატის შეფასებით, დაკავებულები გმირები არიან და უნდა გათავისუფლდნენ. ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავდებში უდგება, რომ არაფერს დააშავებს.
დაკავებულების აღკვეთზე საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.
ამავე თემაზე:
ჟურნალისტების ცემაში ბრალდებულების ადვოკატი ძალადობაში მედიას ადანაშაულებს