ოპოზიციის სამოქმედო გეგმა საპარლამენტო არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ ასევე იმსჯელა, თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის გეგმა საპარლამენტო არჩევნებისთვის. უკვე ცნობილია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში გაერთიანებული ოპოზიცია ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევს, თუმცა მაჟორიტარი კანდიდატები ჯერჯერობით ღიად დასახელებული არ არიან.

კითხვაზე პასუხად, წარმოუდგენიათ თუ არა ევროპული საქართველო ვინმესთან კოალიციაში 2020-ის არჩევნების დროს, გიგი უგულავა პასუხობს, რომ მხოლოდ ევროპულ საქართველოსთან სხვების კოალიცია წარმოუდგენია. 

გიორგი ვაშაძე მზადაა განიხილოს სხვა პარტიების წინადადება, თუ მათ კოალიციასთან "ძალა ერთობაშია" ერთად ენდომებათ არჩევნებში მონაწილეობა. 

კოალიციებთან დაკავშირებით  ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულება უარყოფითია.

არარეალური მგონია, რომ ამ პარტიებისგან გაკეთდეს კოალიცია, მგონია, რომ პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ. არსებითი მგონია, რომ მაჟორიტარები არ დავუყენოთ ერთმანეთსდა ასევე, არსებითი მგონია, რომ შეთანხმება იყოს პრინციპულ საკითხებზე, იმასთან დაკავშირებით, როდესაც ვცვლით ხელისუფლებას, ამის მერე რას ვაკეთებთ კოალიციურ მთავრობაში, - ამბობს გირჩის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი