"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად დიდი ალბათობით ისევ კახა კალაძეს დაასახლებს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მმართველი პარტია სავარაუდოდ ორშაბათს გამოაცხადებს და საარჩევნო კამპანიასაც დაიწყეს.
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები არ მალავენ რომ კალაძის კანდიდატურა მათთვის მისაღებია, უალტერნატივოა და წარდგენის შემთხვევაში, მის გამარჯვებაშიც დარწმუნებული არიან.
თავად კალაძეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
გარდა ამისა, ქართული ოცნება ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამომრჩევლის მინიმუმ 50%-იან მხარდაჭერას პროგნოზირებს.