8 მარტის შეთანხმება ღიად რჩება - ოპოზიციის კონსულტაციებს უგულავა და ოქრუაშვილიც ესწრებიან

გამოქვეყნდა:

უკვე ერთი საათია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრას ყოფილი პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებიან. მათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ერთიანობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ყოველთვის ამბობდნენ, რომ უცხოელების ზემოქმედება და უცხოელების ზეწოლა, რა თქმა უნდა, ეს მნიშნელოვანი იყო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თუ არა ხალხის ზეწოლა ჩვენზე, ჩვენ ერთად არ დავსხდებოდით, რომ არა ჩვენი ერთად ყოფნა და ჩვენი ზეწოლა ხელისუფლებაზე, არც უცხოელები არაფერს იზამდნენ, ამიტომ საბოლოო ჯამში ამ ჯაჭვის სათავეში არც უცხოელები და არც ჩვენ ვართ, ამ ჯაჭვის სათავეში არის ხალხი, რომელსაც უნდა ცვლილებები და ჩვენ უნდა ვემსახუროთ ამ ხალხის ნებას, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგუალავამ.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება, 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ოლიგარქს გიორგი რურუას გათავისუფლება აუცილებლად მოუწევს. 

ეჭვგარეშეა, რომ ოლიგარქს მოუწევს გიორგი რურუას გათავისუფლება. რატომ? მოდი, დავფიქრდეთ და ლოგიკურად ვიმსჯელოთ და თავადვე გავცემთ პასუხს. 8 მარტის შეთანხმების ვერ აღსრულების ბიძინა ივანიშვილს ხომ შეეშინდა? ამიტომაც გახდა იძულებული, გაეთავისუფლებინა ბატონი ოქრუაშვილი და ბატონი უგულავა, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საგანი და ერთ-ერთი სუბიექტი ასევე გახლდათ ბატონი გიორგი რურუა. თუ ბატონ გიორგი რურუას არ გამოუშვებს ციხიდან, მისი პირადი ტყვეობიდან, ეს შეთანხმება მაინც არ აღსრულდება, - განაცხადა  მელიამ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი