
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი გრძელდება. დღეს უკვე დაიკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
რურუას დაცვის მხარეს აცხადებს, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება გამართლებულია. მათი მტკიცებით, აბსურდულია მოწმეებზე ზეწოლაზე საუბარი, მაშინ როცა დარჩენილი დასაკითხი მოწმეები სამართალდამცავები არიან.
თავად ბრალდებულმა გიორგი რურუამ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში პოლიტიზირებულად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.