რაჭა განადგურების მოლოდინში | შქმერში მოსახლეობას მიწები წაართვეს და დაჭერით ემუქრებიან

გამოქვეყნდა:

საქართველოს კიდევ ერთი რეგიონი, რომელსაც არა ერთი კონკრეტული ბუნებრივი ძეგლის მოპარვას უპირებენ, არამედ მთლიანად მიწასთან გასწორებას. საუბარია რაჭაზე და კონკრეტულად სოფელ შქმერზე, სადაც, უახლოეს მომავალში, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები მანგანუმის მოპოვებას იწყებენ. მანგანუმი სწორედ ის მადანია, რომელის გამოც ჭიათურის ათობით სოფელი გადათხარეს. ახალ იმავეს გამეორებას იგივე ხალხი უკვე შმქერში იწყებს.

ამ ტრაგიკულ ისტორიას კი კიდევ უფრო მძიმე მეორე მხარე აქვს, მოხუცები, რომლებსაც სახელმწიფომ საჯარო რეესტრის მიერ გატარებული მიწები წაართვა, ბრალი წაუყენა და თუ ჭკუით არ იქნებიან, ამ პატივცემულ მოქალაქეებს დაჭერითაც კი ემუქრება. ცხადია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" კარის ბიზნესმენებმა კიდევ უფრო მეტი იშოვონ.

ეკა გაგუას სიუჟეტი - "რაჭა განადგურების მოლოდინში"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი