თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია თანამდებობას ტოვებს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია თანამდებობას ტოვებს. მან გათავისუფლების განცხადებით კახი კალაძეს უკვე მიმართა.

თბილისის მერის უკვე ყოფილი მოადგილე თანამდებობის დატოვების მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს. 

გავრცელებული ვერსიებით, ხუნწარიას მიერ თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ იგი ბოლო ხანებში სოციალურ ქსელში ხელისუფლებისთვის მიუღებელ განცხადებებს ავრცელებდა. ასევე საუბრობენ მის დაქვემდებარებაში არსებულ დეპარტამენტში აღმოჩენილი ფინანსური დარღვევების შესახებ.  

შეგახსენებთ, რომ სოფო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის იანვარში დაიკავა. მანამდე ის თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი