"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამ წუთებში ქართული ოცნების ოფისთანაა მისული.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის ელენე ხოშტარია, ანზორ ბიწაძე, მამუკა ხაზარაძე...
მელიამ ოცნების ოფისში შესვლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის უფლება არ მისცეს.
ადგილზე ვითარება დაიძაბა.
"ახალი არაფერი ხდება, ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე ყოველთვის იდგნენ მოძალადეებზე, კანონიერ ქურდებზე, ყაჩაღებზე. ყველა უგვანო ადამიანი, ვინც კი არსებობს ამ ადამიანებზე იდგნენ, ამის იქით აღარაფერი დარჩა, აღარ არსებობს არაფერი. თუკი რამე არსებობს არსებობს მეორე, მეხუთე მეშვიდე, მეოცე მსხვერპლი. ან ამას ქართველი ხალხი ღირსების სახელით უბრალოდ წესრიგში მოიყვანს და ამ მთავრობას ახლა გაისტუმრებს უახლოეს საათებში. ეს ამბავი ვერ ჩაივლის, ასეთ ქვეყანაში, მოძალადეების მმართველობის პირობებში, სიკვდილი უფრო პატივია და ციხეში ჯდომა, ვიდრე ამ ყოფაში ცხოვრება, სადაც უნდა ვიცხოვროთ ბავშვები აღვზარდოთ, რომ მერე ამ მოძალადეებმა იძალადონ, ამიტომ ეს ყველაფერი დასრულდება, დასრულდება სიმრავლით სიმშვიდით და სიმტკიცით.
არაფერ შუაში აღარ არის არც ერთი პარტია, ეს არის სრულიად ეროვნული საკითხი, ან მათ ღირსეულ პასუხს გავცემთ, ან ვაღიაროთ, რომ მოძალადეებს, ღარიბაშვილებს, ივანიშვილებს, გომელაურებს, ფარცხალაძეებს თავიანთი კანონიერი ქურდებით ყაჩაღებით ვაბარებთ სახელმწიფოს, ეს დილემაა, ეს არჩევანია, ან ერთი ან მეორე,-თქვა ნიკა მელიამ.
ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.