დედაქალაქის მერი კახა კალაძე 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მხრიდან ნაცემ ტელეკომპანაია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ კითხვებს, რომლებიც არსებობს სწრაფი გამოძიება უნდა მოყვეს.
"ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა- ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს.
სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, TV პირველს, ქართულ მედიას.
კითხვები რომელიც არსებობს უნდა მოყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს",-წერა კალაძე.
დღეს, 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ოპერატორს 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.