ფეკალური მასის სუნის გამო პარლამენტში ევაკუაცია გამოცხადდა - დაწყებულია გამოძიება

გამოქვეყნდა:

ფეკალური მასის გაუსაძლისი სუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში - გაუსაძლისი სუნი უვადოდ მოსამართლეების დამტკიცებას უძღოდა წინ.

გაუსაძლისი სუნის მიუხედავად, დეპუტატების ნაწილი პარლამენტის სხდომათა დარბაზს არ ტოვებდა. „ოცნებას“ მოსამართლეების უვადოდ დამტკიცება ეჩქარებოდა, ამიტომ არჩილ თალაკვაძემ ევაკუაცია გამოაცხადა და თქვა, სკამიდან არ ადგებოდა, ვიდრე ბოლო დეპუტატი სხდომათა დარბაზს არ დატოვებდა. 

თავიდან დეპუტატებმა ვერ გაიგეს, საიდან დადგა მყისიერად პარლამენტში ფეკალიების სუნი, თუმცა კვალს მალევე მიაგნეს. აღმოჩნდა, რომ დაუდგენელბმა პირებმა სასესიო დარბაზის პირველ რიგში, ხსნარი დაასხეს, რბილმა იატაკმა ქიმიური ნაერთი შთანთქა, კონდიცირების სისტემამ სუნის გავრცელებას ხელი შეუწყო. ამიტომ სხდომის დიდი ხნით გადადება გახდა საჭირო მოსამართლეების საკითხი ფეკალიების საქმემ ლამის ჩაშლამდე მიიყვანა.   

დარბაზში კრიმინალისტები და პოლიცია გამოიძახეს სხდომა ოთხი საათით შეწყდა, ძლიერი თავბრუსხვევის გამო ექიმების დახმარება დასჭირდა, დეპუტატებს ენძელა მაჭავარიანს, სვეტლანა კუდბას და კობა ლურსმანაშვილს. ასევე პარლამენტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ციურის და ფოტოგრაფ ირაკლი მიქაძეს.  

მალევე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა ფეკალიების სუნის გავრცელებაზე ოპოზიციის ლიდერებს დააკისრა.  

პოლიტიკურ ბრალდებებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. ფეკალური მასის სუნის გავრცელების გამო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მძიმე მუხლით დაიწყო, რაც რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პარლამენტში გაუსაძლისი მდგომარეობის შექმნაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მოძრაობა „სირცხვილიამ“ აიღო. 

პარლამენტი თავმჯდომარემ თქვა, რომ ფეკალიების სუნი სხდომათა დარბაზში ქიმიური შეტევის შედეგად დადგა. 

ფეკალური მასის სუნით შეწუხებული ივანიშვილის პარტიის დეპუტატები დღეს ოპოზიციას ფიზიკურად გაუსწორდნენ - შესვენების დროს დაჩი ბერაიამ რომან გოცირიძეს სცემა.

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ დამნაშავე გამოკვეთილია. ხელი ირმა ნადირაშვილს დაადეს. თუმცა მმართველი პარტიის ლიდერების თქმით, ნადირაშვილი მარტო არ მოქმდებდა და ფეკალური მასების სუნის შემცველი სითხის მოსხმაში მისი თანამზრახველი ლელა ქებურია იყო. 

თუ გამოძიება დაადგენს, რომ დამნაშავე ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია არიან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყება, მუხლით, რომლითაც გამოძიება მიდის რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი