მოძალადეების თარეში თბილისში და ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება - "მთავარი არხის" ერთ-ერთ დამფუძნებელ გიორგი რურუას აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს.
დღეს ტრაგიკული დღეა. ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს კიდევ ერთხელ, ახლობლებს, თქვენ გისამძიმრებთ ყველას. ეს გზავნილი არის თქვენ დასაშინებლად, ჩვენ დასაშინებლად, არასამთავრობო ორგანიზაციების და თავისუფალი ხალხის დასაშინებლად, რაც ნამდვილად არ გაუვათ, არავის არ ეშინიათ ამათი და ეს არის წითელი ხაზი, რაც გადაკვეთა ხელისუფლებამ, - ამბობს რურუა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს, გიორგი რურუა ამბობს, რომ "კი, აუცილებლად მაქვს მოლოდინი".