[ხელისუფლებამ] გვაჩვენა კარგად ორგანიზებული პრორუსული მანქანა - მარგველაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ჟურნალისტებზე თავდასხმით საზოგადოებას აჩვენა, რომ მას ჰყავს კარგად ორგანიზებული პრორუსული მანქანა, რომელსაც საპატრიარქოს სახით იდეოლოგიური ზურგი აქვს.

[ხელისუფლებამ] გვაჩვენა კარგად ორგანიზებული, დაფინანსებული, მართული და კოორდინირებული პრორუსული მანქანა. მანქანა, რომელსაც აქვს რუსული ზურგი, რომელსაც აქვს იდეოლოგიური ზურგი სამწუხაროდ, საპატრიარქოს დიდ ნაწილში, რომელსაც აქვს თავისი გასამხედროებული ჯგუფები, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებს ხელისუფლებასთან.

ყველა სიმბოლო ნაჩვენები იყო, ვისაც შეუძლია ცოტა რამე მაინც დაინახოს, გაახილოს თვალი და შეხედოს, როგორ ორჯერ ჩამოხიეს ევროკავშირის დროშა აქ.

სანამ რუსულ ტრიკოლორს არ დაგიკიდებენ, ვერ მიხვდებით საითკენ მიდის ეს ქვეყანა, ისინი ვინც დღემდე თვლით, რომ ეს იყო ელემენტარულად შემთხვევითი ამბავია. ეს არის კოორდინირებული მანქანა, რომელსაც ვერ შევაფასებთ რომ არის სუსტი, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან, მათი მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.

აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. 5 ივლისის აქციაზე ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები მას სასტიკად გაუსწორდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი