ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ ​- ლიეტუვას საელჩო

გამოქვეყნდა:

ლიეტუვას საელჩო საქართველოში, ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. საელჩო Twitter-ზე წერს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ.

საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ლაშქარავას გარდაცვალების გამოსაკვლევად დამოუკიდებელი ექსპერტი დაუშვან.

"საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ და დაუშვას დამოუკიდებელი გამოძიება ალექსანდრე ლაშქარავას ტრაგიკული სიკვდილის გამოსაკვლევად. ნებისმიერი სხვა კურსი შეუთავსებელია საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებთან", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი