
დღეს, ლეიბორისტული პარტიის ეზოში გამართული, ოპოზიციის საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის გავრცელებული განცხადების კომენტირებისას ამბობენ, რომ ოპოზიციას არ სურს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ამ პროცესის ჩაშლისთვის მთელ პასუხისმგებლობას მათ აკისრებს.
საკონსტიტუციო ცვლილებებია განსახორციელებელი და მითქვამს და კიდე გავიმეორებ, რომ ეს თემები არ არის საინტერესო ოპოზიციური კლასტერითვის, რომელიც ჩამოყალიბდა ნათელაშვილის ეზოში. არ არის საინტერესო, რადგან პერსპექტივა არის ძალიან დაბალი. აქედან გამომდინარე, კიდევ იქნება დასახელბული არაერთი მიზეზი იმისთვის, რომ ეს ცვლილებები არ იქნეს მიღებული და დესტრუქციული რეჟიმი იყოს მთავარი პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ, - ამბობს გიორგი ვოლსკი.