ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მმართველი გუნდი ამ დრომდე არ გამოხმაურებია. დღეს, 15:00 საათზე პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატებს არც სხდომის დაწყებამდე და არც მისი დასრულების შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებიათ. პრესამსახურის ცნობით კი მმართველი გუნდი დღეს განცხადებას არ გააკეთებს.
ამის პარალელურად, ცოტა ხნის წინ დასრულდა პარლამენტთან და შემდეგ უკვე კანცელარიასთან მიმდინარე მედიის სოლიდარობის აქცია. მედიამენეჯერებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წამოუყენეს და დრო ხვალ 12:00 საათამდე მისცეს. ისინი მოითხოვენ, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და მთავრობის გადადგომას.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს, 11 ივლისს დილით გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს.