საქართველოს არ სჭირდება ისეთი ტიპის დასავლეთი, რომელიც ასე რეაგირებს სამართლებრივ საკითხებზე - კაკულია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება ისეთი ტიპის დასავლეთი, რომელიც "ასე რეაგირებს სამართლებრივ საკითხებზე" - ეს "ქართული ოცნების" დეპუტატის რომან კაკულიას განცხადებაა. 

კაკულია ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები ქვეყნის საშინაო საქმეებში მიუღებელი ფორმებით ერევიან.  

მმართველი პარტიის წვერი კომპანია "ფრონტერასა" და საქართველოში უცხოური ინვესტორების დევნის საკითხზე ამერიკელი სენატორების კრიტიკას გამოეხმაურა.

ვხედავთ საკმაოდ მიუღებელ ჩარევას სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მიერ, ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში. ასეთი ტიპის ჩარევები, თითქოს პრორუსული ძალები აკეთებს, ასეთ ჩარევები არაფერს ემსახურება, თუ არა ის, რომ მხოლოდ აღვივებს და აძლიერებს პრორუსულ ორიენტაციას თუ ასეთი არსებობს საქართველოში, - ამბობს კაკულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი