აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ვიოლა ვონ კრამონი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარმა ვიოლა ვონ კრამონმა "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.  

ცალსახად მნიშვნელოვანია გამოწვევის წინაშე დავაყენოთ, არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდები, არამედ  დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. მჯერა, რომ საშინაო საქმეებში ჩარევის გარეშე მოიძებნება პრობლემების გადაჭრის გზა, როგორც კი ტვ კომპანიის მფლობელის საქმე დაიხურება. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, არსებული სიტუაციის მოგვარება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ინდივიდუალურ ძალიასხმევაზე, არამედ დამოკიდებულია მთლიანი სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობაზე, - ამბობს ევროპარლამენტარი. 

კრამონის თქმით, მოქალაქეებმა, რომლებიც არიან კორუმპირებულები და ჩაიდინეს დანაშაული  და ეს დაუმტკიცდათ, პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. თუმცა, მისი მტკიცებით, ამ შემთხვევაში იკვეთება ცალსახა კონფლიქტი სისტემასა და ინდივიდს შორის, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი