რატომ უნდა გადადგეს პრემიერმინისტრი?! - ყაველაშვილი

გამოქვეყნდა:

მიუხედავად სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოთხოვნისა, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვოს, "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი თვლის, რომ ღარიბაშვილი არ უნდა გადადგეს.

ყაველაშვილი ამბობს, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენები ყველა "ჯანსაღი " ადამიანისთვის მიუღებელი იყო. 

"არ უნდა გადადგეს პრემიერმინისტრი. რატომ უნდა გადადგეს?!

ეს იყო მიუღებელი. მეორე დღეს გაგეცით პასუხი, ემოციური ფონი იყო და მაშინაც გიპასუხეთ, რომ შეუძლებელია ჯანსაღად მოაზროვნე, ნორმალურმა ადამიანმა ის ფაქტები, რაც იმ დღეს მოხდა, ვინმემ გაამართლოს",- თქვა ყაველაშვილმა.

გუშინ, 11 ივლისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტი აქცია გაიმართა, სადაც პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფის წევრებმა 5 ივლისს სცემეს, გარდაიცვალა.

5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებს წინ სწორედ პრემიერის განცხადება უძღოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი