პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს. მან გუშინ "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავს გარდაცვალების გამო გამართულ მასშტაბურ აქციას სახელმწიფოს წინააღმდეგ წარუმატებელი შეთქუმლება უწოდა.
"რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი, წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასდროს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში. ეს ტრაგედია, ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ ამ ადამიანის ტრაგედიის გამოყენება სცადეს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტერაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მოზნების მიღწევას.
მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება უმკაცრესად დასჯილი. კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ძალადობას ქვეყანაში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობა არის დაუშვებელი და ამას გმობენ. ღარიბაშვილის თქმით, ძალადობას არ დაუშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე 53 ჟურნალისტზე იძალადეს და თავს დაესხნენ არაერთი მედიის წარმომადგენლებს.