ღარიბაშვილი ჟურნალისტებზე ძალადობას "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა კვლავ ოპოზიციას და "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს და ამტკიცებს, რომ აქციაზე "მიხეილ სააკაშვილია და მისი რადიკალური ჯგუფის მხრიდან მასშტაბური პროვოკაცია იგეგმებოდა".

ღარიბაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ღირსების მარშის თანაორგანიზატორი მოძრაობა "სირცხვილია" იყო, რომელიც მისი თქმით, "აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ".

"მოგეხსენებათ, რომ 5 ივლისს მთავრობის სხდომაზე წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი მასშტაბური პროვოკაცია, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ. მე კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული რადიკალური შეთქმულების უკან დგას, ეს არის ბატონო სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი.

კითხვები დაისვა თუ რა კავშირი ჰქონდა ლგბტ თემს და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან, მაშინ როცა მე განვმარტე, რომ აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო "სირცხვილია", რომელიც აბსოლუტურად, სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ, ეს არის დადასტურებული ფაქტი",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რისი მიზანიც იყო სახლმწიფოს ძალა გამოეყენებინა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმაორა, რომ 5 ივლისს "ღირსების მარშის" ჩატარება დაუშვებელი იყო და გარანტია მისცა ყველას, რომ ყველა მოძალადე, ვინც "სპეკულაციაში" იყო ჩართული სამაგალითოდ იქნება დასჯილი.

"არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე რევანშისტული, რადიკალური ძალა.

ჩვენ კარგად გვახსოვს მეგობრებო და არავის არ დაავიწყდება ამ ქვეყანაში, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, როცა ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარ მოქალაქეებზე", - თქვა მან მთავრობის სხდომაზე. 

ღარიბაშვილს გადადგომისთვის დრო 12:00 საათამდე ჰქონდა მიცემული.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი