მავნე პოლიტიკური ჯგუფები ნადირობენ ადამიანის სიცოცხლეზე - ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გუშინ 11 ივლისს, რუსთაველზე გამართულ აქციას სპეკულაციას უწოდებს. ოხანაშვილის მტკიცებით, ოპოიზიციური ჯგუფები ცდილობენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალება პოლიტიკასტან დააკავშირონ.

პარლამენტში გამოსვლისას ოხანაშვილს არაფერი უთქვამს საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მოთხივნაზე, რომელიც პრემეირმინისტრის გადადგომას ეხება. მისი თქმით, აუცილებელია, რომ საქმეზე შსს-მ გამოძიება ოპერატიულად წარმართოს.

"აუცილებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალურად ოპერატიულად განახორციელოს ყველა ის ღონისძიება, რაც მის ხელთ არის და თქვენ და ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად აკვირდება, რომ მაქსიმალური სისწრაფით მიმდინარეობს ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც აუცილებელია რომ დადგინდეს, რეალური გარდაცვალების ფაქტი.

თქვენ ყველა ადევნებდით თვალს, თუ რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე და როგორ ხდება ადამიანის ბედით მანიპულირება და სპეკულირება, როგორ უკავშირებენ და ცდილობენ დააკავშირონ ეს ყველაფერი პოლიტიკურ სარჩულთან და პოლიტიკასთან, ეს არის უმძიმესი რამ. თუმცა არიან ასეთი მავნე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ნადირობენ ადამიანის სიცოცხლეზე და სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ ამ ყველაფრის გამოყენებას, ეს არის უმძიმესი რამ", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.

გუშინ, 11 ივლისს პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორეის მთავარი მოთხოვნა პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წევრები ლაშქარავას სასტიკად გაუსწორდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი